play icon
49.00 ₾
ყიდვა
star icon 0.0 ( შეფასება)
users icon 2 სტუდენტი
  • time icon 12 საათი 3 წთ 16 წმ
  • file icon 0 სტატია
  • download icon 35 გადმოსაწერი რესურსი
  • access icon მუდმივი წვდომის შესაძლებლობა
  • certificate icon დასრულების სერტიფიკატი

ფინანსური აღრიცხვა

ავტორი: ანი ჩიქოვანი

0.0 ( შეფასება)
users icon 2 სტუდენტი

რას ისწავლით

tick icon

კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით ბუღალტრული აღრიცხვის საწყისებს, გატარებებს, კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და მოგება/ზარალის უწყისების შედგენას. მათ საფუძველზე კომპანიის საქმიანობის შედეგების გაანალიზებასა და დასკვნების გამოტანას.

კურსის აღწერა

თითოეული ლექცია დაყოფილია რამდენიმე ვიდეოდ. ლექციის ბოლოს გექნებათ წვდომა მასალებზე, სადაც მოცემულია იმ თემის პრაქტიკული მაგალითები, რომელსაც ვიდეოში განვიხილავთ.

ყოველ ლექციაში, თეორიულ მასალასთან ერთად, ავხსნით ერთი კომპანიის მაგალითზე კონკრეტული თემის გარშემო არსებული სამეურნეო ოპერაციების გატარებებს პროგრამულ უზრუნველყოფაში და გავიგებთ, რეალურად როგორ ხდება ფინანსური აღრიცხვის წარმოება თანამედროვე მეთოდოლოგიით.

ასევე ვისაუბრებთ, თუ რა დოკუმენტებია საჭირო ბუღალტერიაში ჩანაწერების არსებობისთვის და ავხსნით მათი შედგენის ტექნიკებს. ბოლოს, შევადგენთ ფინანსურ ანგარიშგებას ყველა თავისი კომპონენტით და გავაანალიზებთ სამეურნეო სუბიექტის საქმიანობის შედეგებს რამდენიმე წლიან დინამიკაში, ასევე შევადარებთ დარგის კომპანიას.

განვიხილავთ თვის ჭრილში რა დეკლარაციების წარდგენა ევალება კომპანიას და შევავსებთ ყველა საჭირო დეკლარაციას საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.

საბოლოო ჯამში,  ამ კურსით შესაძლებლობა გექნებათ გაიღრმაოთ ცოდნა ფინანსური აღრიცხვის კუთხით. ვინც ახლა იწყებთ, ან კიდევ ფლობთ საკუთარ კომპანიას და არ გყავთ ბუღალტერი, წარმოდგენა შეგექმნებათ, როგორ ხდება ფინანსური აღრიცხვის წარმოება და საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე ანგარიშსწორება ბიუჯეტთან.

გისურვებთ წარმატებებს!

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ლექცია N1 - ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
  • ლექცია N2 - ფულადი საშუალებების აღრიცხვა
  • ლექცია N3 - მოთხოვნების აღრიცხვა
  • ლექცია N4 - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა
  • ლექცია N5 - ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
  • ლექცია N6 - არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • ლექცია N7 - მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა
  • ლექცია N8 - გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა
  • ლექცია N9 - გადასახადების აღრიცხვა
  • ლექცია N10 - შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • ლექცია N11 - მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამების აღრიცხვა
  • ლექცია N12 - საკუთრი კაპიტალის აღრიცხვა
  • ლექცია N13 - ბალანსი და მოგება-ზარალი
  • ლექცია N14 - ფულადი ნაკადების ანგარიშგება
  • ლექცია N15 - ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები.

მოთხოვნები და წინაპირობები

tick icon

კურსს არ გააჩნია წინაპირობა, მთავარია გქონდეთ სწავლის მოტივაცია და შრომისმოყვარეობის უნარი.

სასწავლო გეგმა

time icon 12 საათი 3 წთ 16 წმ
graduation-cap icon 67 ლექცია
heading icon 13 თავი

ლექცია N9 - გადასახადების აღრიცხვა

4 ლექცია 35 წთ 51 წმ

ლექცია N12 - საკუთრი კაპიტალის აღრიცხვა

2 ლექცია 17 წთ 16 წმ

ლექცია N13 - ბალანსი და მოგება-ზარალი

3 ლექცია 33 წთ 35 წმ

შეფასებები

star icon 0.0 შეფასება

ინსტრუქტორი

users icon 2 სტუდენტი
comment icon 0 შეფასება
star icon 0 რეიტინგი
graduation-cap icon 1 კურსი

გამარჯობა,

კურსს წარვუძღვებით ანი ჩიქოვანი და თინათინ ოდილავაძე, ფინანსისტები და ERP პროგრამის დანერგვის ჯგუფის ხელმძღვანელები. გვაქვს 10 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის სფეროში, სადაც გავეცანით სხვადასხვა სფეროს წამომადგენელ კომპანიებს, პარალელურ რეჟიმში გვქონდა შესაძლებლობა გაგვეანალიზებინა მათ მიერ წარმოებული ფინანსური აღრიცხვა. ამასთან, ვართ რამდენიმე კომპანიის მთავარი ბუღალტერი, სადაც პრაქტიკულად ვაკეთებთ ფინანსურ აღრიცხვას და სალექციო კურსში განხილულ საკითხებს პირადად ვეხებით.

ასევე გვაქვს ტრენინგებისა და ლექციების ჩატარების რამდენიმე წლიანი გამოცდილება.