users icon 9 სტუდენტი
comment icon 1 შეფასება
star icon 5 რეიტინგი
graduation-cap icon 1 კურსი
მე ვარ დემეტრე ჭურღულია, დავიბადე 1990 წლის 14 ნოემბერს, ქ. ჯვარზენში.  1997 წელს შევედი სკოლაში ქ.ფოთში, რომელიც დავამთავრე 2009 წელს. იმავე წელსვე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - პროფესია ისტორიკოსი. 2015 წელს დავამთავრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით. 2015-16 წწ-ში ვმუშაობდი, კერძო სკოლა "ახალი ნათება"  ისტორიის მასწავლებლად. 2016 წელს გადავედი საფრანგეთში და ჩავაბარე მარი კურის სახელობის ინსიტუტში, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე უცხოელებისთვის, რომელიც დავასრულე 2017 წელს. 2019 წ შევისწავლე და ავიღე ჰარვარდის და პენსილვანიის უნივერსიტეტების სერტიფიკატები,ონლაინ პროგრამა FedeX -  HarvardX, ბავშვთა უფლებების და საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით. 
 2002 წელს დავიწყე რაგბის თამაში, ქ.ფოთის სარაგბო კლუბ "კოლხ რაინდებში". 2009 წელს გავაფრომე პირველი პროფესიონალური კონტრაქტი, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან სარაგბო კლუბ "ლოკომოტივთან" რომელთანაც 2010 წელს მოვიპოვე საქართველოს თასი და საქართველოს ჩემპიონობა, 2011-2012 წლის სეზონში ბრინჯაოს მედალი, 2012-2013 წწ-შ საქართველოს "გაზაფხულის თასის" ვერცხლის მედალი, 2013-2014 წწ- საქართველოს უმაღლესი ლიგის სეზონში ვერცხლის მედალი, 2014 წლის ზაფხულში - 7'კაცა ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, 2014-2015 წწ-შიც საქართველოს უმაღლესი ლიგის ვერცხლის მედალი. 2015 წელს საქართველოს უნივერსიადის ჩემპიონი "ილია - უნის" შემადგენლობაში. 2007-08 წლებში საქართველოს U-18 ნაკრების წევრი, 2009-2010 წწ-ში საქართველოს U-20 წევრი. 2012 წელს საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრების წევრი. 2015 წლიდან ხელი მოივაწერე კონტრაქტს, საფრანგეთის ფედერალ -2 გუნდ მირანდესის "EABXV"  სადაც დავყავი 2018 წლამდე, ხოლო შემდგომ დავბრუნდი საქართველოში. დღემდე ვთამაშობ და ვასპარეზობ მშობლიური ქალაქის კლუბ "კოლხ რაინდებში". ავიღე მსოფლიო სარაგბო ლიცენზიის სამწვრთენლო სერტიფიკატი. ვარ ლიცენზირებული მწვრთნელი 17-წლამდე, ჭაბუკთა გუნდის. 2022 წელი ვითამაშე ბალტიის TOP - ლიგაში, სარაგბო კლუბ "ვილნიუსის აკადემიაში" 
 2018 წლიდან გადავდგი პირველი ნაბიჯები სოფლის მეურნეობაში, დავაარსე კომპანია "კოლხი ფერმა" რომელიც დღეს აერთიანებს 1500კვ სასათბურე სამარწყვე მეურნეობას. განათლება ამ სფეროში მივიღე ნიდერლანდებში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. ონლაინ სასწავლო კურსები გავიარე უკრაინელებთან და შვეიცარიელებთან. 2022 წელს შევქმენი, პირველი ქართულ ენოვანი სასწავლო კურსი - მარწყვის მოყვანის შესახებ, ამ კურსის შექმნა განპირობებული იყო, მაღალი დაინტერესებით. კურსის საშუალებით, ქართულ აუდიტორიას ეძლევა შანსი მიიღოს, ზღვა მასალა და აქციოს ის საკუთარ ბიზნესად-შემოსავლის წყაროდ. ვარ ასევე პირველი ქართულ ენოვანი - Youtube არხის ავტორი, სამარწყვე მეურნეობების შესახებ. 

 ოჯახური მდგომარეობა: მყავს მეუღლე ნინო კალანდია და სამი ვაჟი.

 ენები : ქართული 
              მეგრული
              ლაზური
              ფრანგული
              ინგლისური
              რუსული

ინსტრუქტორის კურსები

სოფლის მეურნეობა

მარწყვის მოყვანის სასწავლო კურსი

ავტორი: დემეტრე ჭურღულია

99.00 ₾ 250.00 ₾