მარიკა შიოშვილი, ბიზნესი ადმინისტრირების მაგისტრი, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მკვლევარი.
სამუშაო სფერო: HR მენეჯმენტი და მედია ანალიტიკა.
ბოლო 16 წლის მანძილზე, გახლავართ პრაქტიკოსი ადამიანური რესურსების მართვის ყველა ასპექტში, ხოლო ბოლო 10 წელზე მეტი- მმართველ პოზიციაზე. ამ პერიოდის განმავლობაში, წავიკითხე რამდენიმე სალექციო კურსი, ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში, როგორც მიწვეულმა ლექტორმა. კურსების თემატიკა გახლავთ: ზოგადი მენეჯმენტი, HR მენეჯმენტი, პრეზენტაციის უნარები (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
პარალელურ რეჟიმში გახლავართ IPM-ის მედია მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მედიის მონიტორინგის ანალიტიკური პროექტების ავტორი.
2023 წლიდან შევუდექი სატრენინგო და სალექციო საქმიანობას, უკვე როგორც ტრენერთა აკადემიის სერთიფიცირებული ტრენერი.