ვებ-გვერდზე ვიზიტით და ვებ-გვერდზე განთავსებული კონტენტით სარგებლობისას /რეგისტრაციით მომხმარებელი თანხმდება, რომ ის გაეცნო ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ წესებს და თანახმაა სრულად დაიცვას მისი ყველა მოთხოვნა. ხოლო, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირადად აგოს პასუხი ზიანზე, რაც ამით მიადგება დაზარალებულ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს.

  1. ზოგადი დებულებები
    1. წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება შპს „ერუდიტუ"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405483524, მისამართი: თბილისი, გაზაფხულის ქუჩა, #41 ) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
    2. ტერმინი  „ჩვენ", „ერუდიტუ“ და „კომაპნია“ გულისხმობს შპს „ერუდიტუ"-ს, ხოლო ტერმინი „თქვენ", „მომხმარებელი" გულისხმობს ინდივიდს, კომპანიას, რომელიც იყენებს ჩვენს ვებ-გვერდს: eruditu.com 
    3. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ჩვენი ვებ-გვერდი.
    4. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენება, გულისხმობს, რომ ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა წესს, ცალკეული პროდუქტების ან მომსახურებების პირობებსა და ამ მოხმარების წესებით დადგენილ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ კონკრეტული პროდუქტების ან სერვისებისთვის დადგენილ პირობებს.
    5. კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული გარკვეული ინფორმაციის გასაანალიზებლად, შესაძლოა დაგჭირდეთ შესაბამისი სფეროს სპეციალისტის კონსულტაცია. 
    6. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "ერუდიტუ"-ს უფლება აქვს თქვენ მიერ ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გაუმჟღავნოს, გადასვცეს მესამე პირებს, ან/და თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია გადაამოწმოს მესამე პირებთან. ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით შპს „ერუდიტუ"-ს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ასევე განთავსებულია წინამდებარე ვებ-გვერდზე. 
  2. ინფორმაციის სიზუსტე
    1. შპს "ერუდიტუ" არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეზე, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მიღებულია იმ წყაროებიდან, რომლებსაც  შპს "ერუდიტუ" სანდოდ მიიჩნევს. შპს "ერუდიტუ" არ იძლევა არანაირ გარანტიას ან პირობას, იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ამ ვებ-გვერდზე განთავსებული ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ზუსტი, უტყუარი და შესაფერისი მისი ნებისმიერი გამოყენებისთვის. შესაბამისად, ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს და კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე.  შპს "ერუდიტუ" არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებ-გვერდი ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. 
    2. ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით კომპანიის შებოჭვის საფუძველს. 
  3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა 
    1. ამ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით. კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. 
    2. ამ ვებ-გვერდის შინაარსი გადმოცემულია პრინციპით „როგორც არის“ და შესაბამისად, შპს "ერუდიტუ" ან მასთან დაკავშირებული მესამე პირები გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გარანტიის ან პირობის მიცემის ვალდებულებისგან ამ ვებ-გვერდთან დაკავშირებით. შპს „ერუდიტუ" არ აგებს პასუხს ვებ-გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში. კომპანია უარს აცხადებს ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე რაც ეხება ამ მასალებში ან ინფორმაციაში შეცდომებს ან უზუსტობებს. შპს „ერუდიტუ" პასუხს არ აგებს იმ ფინანსურ და სხვა ზიანზე, დანახარჯებზე, თუ ეს ნებისმიერი ფორმით გამომდინარეობს ამ ვებ-გვერდზე შესვლის, მისით სარგებლობის ან ვერსარგებლობის შედეგად.
    3. მომხმარებლის ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი ტექნიკის (სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა) გაუმართაობა. ვებ-გვერდზე დაშვება შეიძლება ზოგჯერ იყოს შეუძლებელი, ფერხდებოდეს, იზღუდებოდეს ან შენელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი, და არა მხოლოდ, მიზეზებით: აღჭურვილობის გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების (მათ შორის თქვენი კომპიუტერის), სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობა და სხვა;
      იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება კომპანიის ტექნიკური შეფერხების გამო, ვებ-გვერდის გამართულობის შეფერხებით ან სხვა მიზეზით, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ტრანზაქციებთან დაკავშირებით მითითებების მიცემა ან ეს მითითებები შეიძლება არ შესრულდეს სათანადოდ, ან თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ინფორმაციის დროულად მიღება. თუ თქვენი ოპერაციები დამოკიდებულია ჩვენთან ასეთ კავშირგაბმულობაზე და კავშირგაბმულობა შეწყვეტილი ან შეფერხებულია, თქვენ შეიძლება მოგადგეთ ზიანი. ამ, ან კომპანიისგან დამოუკიდებელ სხვა ნებისმიერ ზიანზე კომპანია არ არის პასუხისმგებელი.   
  4. ვებ-გვერდის გამოყენება და  ინტელექტუალური საკუთრება 
    1. ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. დაუშვებელია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის, გამოსახულების და დიაზინის გავრცელება, მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე. 
    2. ვებ-გვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება  აკრძალულია. მომხმარებელი ვალდებულია კონფიდენციალურად შეინახოს ვებ-გვერდზე წვდომისთვის აუცილებელი ინფორმაცია (დასახელება, პაროლი) და არ დაუშვას მესამე პირების მიერ მათ მაგივრად ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა.
    3. კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენებისას (მათ შორის ფორუმების სასაუბრო (ჩეთის) ოთახების) აკრძალულია უკანონო ქმედება, თაღლითობა, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას  ან ზიანს აყენებდეს კომპანიის საქმიან რეპუტაციას. ვებ-გვერდზე ნებისმიერი კომუნიკაციისას მომხმარებელი უფლაბამოსილია წარმოადგინოს მხოლოდ ის მასალები, რომლებზეც ის ფლობს საავტორო უფლებას. მიიჩნევა, რომ მომხმარებელი, რომელიც წარმოადგენს მასალას, თანხმობას აცხადებს შპს "ერუდიტუს" მიერ ამ მასალის შენახვაზე, გავრცელებაზე ან გამოქვეყნებაზე, ელექტრონულად ან სხვა ფორმით.
    4. ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება შპს "ერუდიტუს" საავტორო უფლებები. ამასთან, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
    5. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, პატენტი) გამოყენება, დამუშავება, გავრცელება დაუშვებელია კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ვებ-გვერდზე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე უფლების მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად. 
  5. კონფიდენციალურობის დაცვა 
    1. შპს "ერუდიტუ" უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას ვებ-გვერდზე განთავსებული კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პილიტიკის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვებ-გვერდზე შემოსვლით, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება შპს "ერუდიტუს" კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ასევე განთავსებულია წინამდებარე ვებ-გვერდზე.
    2. შპს „ერუდიტუ" მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს და აგროვებს საჭიროების პროპორციულად იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების  გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი პირადი მონაცემების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ, დამუშავების მიზანი, ხასიათი და ინფორმაცია თუ ვის ვაწვდით ჩვენ ამგვარ ინფორმაციას (თუ აღნიშნულის გამჟღავნება არ არის აკრძალული კანონით).
    3. თქვენი პირადი მონაცემები მუშავდება, ინახება და გადაეცემა მესამე პირებს კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული წესითა და მოცულობით, ასევე თქვენსა და ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა. როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის ან სხვა სახის სამართლებრივი დავის გამო. ამასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.
    4. თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, განახლება და წაშლა: თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებსაც შპს "ერუდიტუ" აგროვებს და ინახავს, შემდეგნაირად:
      1. უშუალოდ მოწოდებული მონაცემების განახლებისთვის, შედით თქვენს ანგარიშში და განაახლეთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ დროს.
      2. თქვენი პერსონალური მონაცემების წვდომის, შესწორების ან წაშლის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით (info@eruditu.com) ან მოგვწეროთ მისამართზე გაზაფხულის ქუჩა 41. თბილისი, საქართველო. 
        პასუხი დაგიბრუნდებათ 30 დღის განმავლობაში.  თქვენი დაცვის მიზნით, შეიძლება მოვითხოვოთ, რომ მოთხოვნა გაიგზავნოს თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელფოსტის მისამართით და შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ვინაობის დადასტურება თქვენი მოთხოვნის განხორციელებამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვინახავთ გარკვეულ მონაცემებს, რომლის შენახვის კანონიერი უფლება გვაქვს, მათ შორის სავალდებულო ჩანაწერების შენახვისა და ტრანზაქციების დასასრულებლად.
        თუ რაიმე პრობლემა გაქვთ თქვენი ანგარიშის შეწყვეტასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.
        გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი ანგარიშის შეწყვეტის შემდეგაც კი, თქვენი ზოგიერთი ან ყველა მონაცემი შეიძლება კვლავ იყოს ხილული სხვებისთვის, მათ შორის შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი მონაცემი, რომელიც (ა) დაკოპირებულია, შენახულია ან გავრცელდა სხვა მომხმარებლების მიერ (მათ შორის, კომენტარები კონტენტზე); (ბ) გაზიარებული ან გავრცელებულია თქვენი ან სხვების მიერ (მათ შორის თქვენს გაზიარებულ კონტენტში); ან (გ) გამოქვეყნებულია მესამე მხარის პლატფორმაზე. თქვენი ანგარიშის შეწყვეტის შემდეგაც კი, ჩვენ ვინახავთ თქვენს მონაცემებს მანამ, სანამ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
    5. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიისთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.

     6. ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები 

      1. კომპანია უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეკომენდაციას უწევს ამ ვებ-გვერდებზე ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებს, მომსახურებებს, მოსაზრებებს, იდეებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების გამოყენებისას თქვენ მოქმედებთ მხოლოდ თქვენივე რისკით და შპს „ერუდიტუ" არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებ-გვერდების შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე. 
      2. მესამე პირების ვებ-ვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებ-გვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.  

      7. ცვლილების განხორციელება  

    1. შპს „ერუდიტუ“ უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
    2. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.  

      8. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია  

    1. წინამდებარე წესები და პირობები, ვებ-გვერდზე განთავსებული კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკა, ასევე მომსახურების შეთავაზების ნებისმიერი დოკუმუნტი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
    2. ნებისმიერი (მათ შორის უცხო ქვეყანაში მცხოვრებ მომხმარებელთან) დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
    3. წინამდებარე პუნქტების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა პირობების ბათილობას.   

      9. მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია  

    1. წინამდებარე წესებსა და პირობებთან ან ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: თბილისი, გაზაფხულის ქუჩა, #41 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@eruditu.com