play icon
99.00 ₾ 250.00 ₾
ყიდვა
star icon 5.0 (1 შეფასება)
users icon 9 სტუდენტი
  • time icon 2 საათი 44 წთ 13 წმ
  • file icon 6 სტატია
  • download icon 0 გადმოსაწერი რესურსი
  • access icon მუდმივი წვდომის შესაძლებლობა
  • certificate icon დასრულების სერტიფიკატი

მარწყვის მოყვანის სასწავლო კურსი

ავტორი: დემეტრე ჭურღულია

5.0 (1 შეფასება)
users icon 9 სტუდენტი

რას ისწავლით

tick icon

სოფლის მეურნეობა ეს არის სფერო და სექტორი,რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის, ყოველწლიურად უფრო და უფრო მოთხოვნადი, რადგან წლიდან-წლამდე კაციობრიობა განიცდის საკვების დეფიციტს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, არის თითქმის ყველანაირი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანა შესაძლებელი, საქართველოს შეუძლია, რომ ჯერ მხოლოდ საკუთარი ბაზარი, ხოლო შემდგომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა ამ დარგში.

tick icon

მარწყვის მოყვანა ჩვენს ქვეყანაში წლიდან - წლამდე,უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა რა თქმა უნდა არასაკმარისია მისი წარმოება, რომელიც საშუალოდ წლიურად 4-5% არ აღემატება. ეხლა, წარმოიდგინეთ მხოლოდ ქართულ ბაზარს, რა რაოდენობის კენკრა სჭირდება, რომ დაკმაყოფილდეს. ასე, რომ ჩვენი კურსის გავლისთვის საკმაირისა, სურვილი ცოდნის მიღების და შემდგომ რეალიზების, ამ კურსის გავლის შემდგომ თქვვენ თამამად შეგეძლებათ, რომ გახვიდეთ ველებსა, თუ სასათბურე მეურნეობებში.

კურსის აღწერა

"კოლხი ფერმის" ეს სასწავლო კურსი, არის პირველი ქართულენენოვანი კურსი, დაფუძნებული რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებასა და სწავლებაზე. ამ კურსში არის გათვლილი თითოეული დეტალი მარწყვის მოყვანის შესახებ, თქვენ საშუალება მოგეცემათ,რომ შეისწავლოთ მარწყვის მოყვანა სხვადასხვა სისტემებზე,მაგალითად როგორიც არის ჰიდროპონიკის სისტემა - მცირე სიღრმე,რომელიც მთელი მსოფლიო მასშტაბით წლიდან-წლამდე იხვეჭს პოპულარობას, შეისწავლით თუ როგორ უნდა მოიყვანოთ კენკრა დახურულ (დაცულ) გრუნტზე,რომელსაც მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური პირობების გამო,სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება,რა თქმა უნდა გაიგებთ,რა არის საჭირო რომ კენკრა მოვიყვანოთ ღია გრუნტზე. საუბარი შეეხება,ყველა მავნებელს და დაავადებას მათ განხილვას და მათთან ბრძოლის მეთოდებს. მარწყვის კულტურა ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაყვანი ერთ წლიანი კულტურაა,რომელსაც სჭირდება მოფრთხილება და მუდამ კონტროლი. შევეხებით საირიგაციო სისტემებს, გამართული სარწყავი სისტემა მნიშვნელოვანი ფაქტორია პლანტაციებში, შევეხებით სახეობებს,თუ როგორ უნდა ავარჩიოთ სხვადასხვა რეგიონებისთვის,ნიადაგებისთვის,რომელი სჯობს ნეიტრალ-რემონტატული სახეობები,თუ მოკლე დღის ( ერთ მოსავლიანი) სახეობები,რა განსხვავება და მსგავსებებია მათ შორის,რომელია უფრო გამართლებული ბიზნესისთვის. ასე რომ,ეს არის უნიკალური შანსი იმ ადამიანისთვის,რომელიც მომავალში აპირებენ რომ მოიყვანონ ეს სურნელოვანი, გემრიელი და ბაზარზე მოთხოვნადი კულტურა. 

Youtube https://www.youtube.com/@colchfarm0709/channels 

Facebook https://www.facebook.com/Colchgreenhouse 

Linkedin https://www.linkedin.com/in/demetre-tchurgulia-4245b3178/ 

Tik-tok https://www.tiktok.com/@colchfarm 

Instagram https://www.instagram.com/colchfarm/ 

მოთხოვნები და წინაპირობები

tick icon

სურვილი ცოდნის მიღების, ხარისხიანი პროდუქტის მოყვანის და ბიზნსესის კეთების.

სასწავლო გეგმა

time icon 2 საათი 44 წთ 13 წმ
graduation-cap icon 55 ლექცია
heading icon 8 თავი

გილოცავთ კურსის წარმატებით დასრულებას!

1 ლექცია 39 წმ

შეფასებები

star icon 5.0 1 შეფასება

პირველად ჩემს ცხოვრებაში ონლაინ კურსი გავიარე. ვაღიარებ, რომ საუკეთესო გამოცდილება მივიღე ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად, ჩავღრმავებოდი ყველა იმ ნიუანსს რომელიც უკავშირდება მარწყვის წარმოებას და რეალიზაციას. ყველაფერი იყო ძალიან მარტივი ენით გადმოცემული, რაც გეხმარება სტუდენტს, რომ მასალა გაიაზრო და მიხვდე რა დროს რა როგორ გააკეთო, ასევე რა გადაწყვეტილებები მიიღო სწორი პრევენციისთვის. შეგრძნება მქონდა, რომ მის ფერმაში ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი ნერგების განვითარებაში. ძალიან მადლიერი ვარ,

ინსტრუქტორი

users icon 9 სტუდენტი
comment icon 1 შეფასება
star icon 5 რეიტინგი
graduation-cap icon 1 კურსი
მე ვარ დემეტრე ჭურღულია, დავიბადე 1990 წლის 14 ნოემბერს, ქ. ჯვარზენში.  1997 წელს შევედი სკოლაში ქ.ფოთში, რომელიც დავამთავრე 2009 წელს. იმავე წელსვე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - პროფესია ისტორიკოსი. 2015 წელს დავამთავრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით. 2015-16 წწ-ში ვმუშაობდი, კერძო სკოლა "ახალი ნათება"  ისტორიის მასწავლებლად. 2016 წელს გადავედი საფრანგეთში და ჩავაბარე მარი კურის სახელობის ინსიტუტში, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე უცხოელებისთვის, რომელიც დავასრულე 2017 წელს. 2019 წ შევისწავლე და ავიღე ჰარვარდის და პენსილვანიის უნივერსიტეტების სერტიფიკატები,ონლაინ პროგრამა FedeX -  HarvardX, ბავშვთა უფლებების და საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით. 
 2002 წელს დავიწყე რაგბის თამაში, ქ.ფოთის სარაგბო კლუბ "კოლხ რაინდებში". 2009 წელს გავაფრომე პირველი პროფესიონალური კონტრაქტი, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან სარაგბო კლუბ "ლოკომოტივთან" რომელთანაც 2010 წელს მოვიპოვე საქართველოს თასი და საქართველოს ჩემპიონობა, 2011-2012 წლის სეზონში ბრინჯაოს მედალი, 2012-2013 წწ-შ საქართველოს "გაზაფხულის თასის" ვერცხლის მედალი, 2013-2014 წწ- საქართველოს უმაღლესი ლიგის სეზონში ვერცხლის მედალი, 2014 წლის ზაფხულში - 7'კაცა ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, 2014-2015 წწ-შიც საქართველოს უმაღლესი ლიგის ვერცხლის მედალი. 2015 წელს საქართველოს უნივერსიადის ჩემპიონი "ილია - უნის" შემადგენლობაში. 2007-08 წლებში საქართველოს U-18 ნაკრების წევრი, 2009-2010 წწ-ში საქართველოს U-20 წევრი. 2012 წელს საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრების წევრი. 2015 წლიდან ხელი მოივაწერე კონტრაქტს, საფრანგეთის ფედერალ -2 გუნდ მირანდესის "EABXV"  სადაც დავყავი 2018 წლამდე, ხოლო შემდგომ დავბრუნდი საქართველოში. დღემდე ვთამაშობ და ვასპარეზობ მშობლიური ქალაქის კლუბ "კოლხ რაინდებში". ავიღე მსოფლიო სარაგბო ლიცენზიის სამწვრთენლო სერტიფიკატი. ვარ ლიცენზირებული მწვრთნელი 17-წლამდე, ჭაბუკთა გუნდის. 2022 წელი ვითამაშე ბალტიის TOP - ლიგაში, სარაგბო კლუბ "ვილნიუსის აკადემიაში" 
 2018 წლიდან გადავდგი პირველი ნაბიჯები სოფლის მეურნეობაში, დავაარსე კომპანია "კოლხი ფერმა" რომელიც დღეს აერთიანებს 1500კვ სასათბურე სამარწყვე მეურნეობას. განათლება ამ სფეროში მივიღე ნიდერლანდებში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. ონლაინ სასწავლო კურსები გავიარე უკრაინელებთან და შვეიცარიელებთან. 2022 წელს შევქმენი, პირველი ქართულ ენოვანი სასწავლო კურსი - მარწყვის მოყვანის შესახებ, ამ კურსის შექმნა განპირობებული იყო, მაღალი დაინტერესებით. კურსის საშუალებით, ქართულ აუდიტორიას ეძლევა შანსი მიიღოს, ზღვა მასალა და აქციოს ის საკუთარ ბიზნესად-შემოსავლის წყაროდ. ვარ ასევე პირველი ქართულ ენოვანი - Youtube არხის ავტორი, სამარწყვე მეურნეობების შესახებ. 

 ოჯახური მდგომარეობა: მყავს მეუღლე ნინო კალანდია და სამი ვაჟი.

 ენები : ქართული 
              მეგრული
              ლაზური
              ფრანგული
              ინგლისური
              რუსული