
-
2 საათი 41 წთ 17 წმ
-
0 სტატია
-
0 გადმოსაწერი რესურსი
-
მუდმივი წვდომის შესაძლებლობა
-
დასრულების სერტიფიკატი
რას ისწავლით
შემოთავაზებულ კურსში შეისწავლით მეტყველების კულტურის ძირითად პრინციპებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
კურსის აღწერა
ამ კურსში შეისწავლით მეტყველების კულტურის ძირითად პრინციპებს, რაც გულისხმობს სამეტყველო აპარატის დამუშავებას პრაქტიკული სავარჯიშიოებით. კურსის სრულად გავლის შემდეგ თქვენი სამეტყველო აპარატი და მეტყველება იქნება მაქსიმალურად გამართული, რაც შეგმატებთ თავდაჯერებულობას. დახვეწილი მეტყველება და თავდაჯერებული კომუნიკაცია თქვენი წარმატების გარანტიაა.
მოთხოვნები და წინაპირობები
მონდომება, ნებისყოფა.
სასწავლო გეგმა
რელაქსაცია, სუნთქვა, სამეტყველო ხმა
3 ლექცია •27 წთ 5 წმხმოვანი ბგერები,მათი სწორი წარმოთქმა,კორექცია.
1 ლექცია •11 წთ 37 წმქართული თანხმოვნები
17 ლექცია •2 საათი 2 წთ 35 წმშეფასებები
შეფასება
ინსტრუქტორი
პროფესიით მსახიობი, ბაკალავრი გავიარე შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიო უნივერსიტეტში, ანზორ ქუთათელაძის ხლმძღვანელობით, პედაგოგი ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, მანანა ბერიკაშვილი- კინოსა და თეატრის მსახიობი. ვთამაშობდი სპექტაკლებს დოდო ალექსიძის საწავლო თეატრში, ასევე რუსთაველის სარდაფის თეატრში, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში. მონაწილეობა მაქვს მიღებული საიუბილეო საღამოებში, მარჯანიშვილის, რუსთაველისა და გრიბოედოვის თეატრებში. მაგისტრატურა გავიარე შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიო უნივერსიტეტში დრამის მეტყველების კულტურის მიმართულებით, ხელმძღვანელი და პედაგოგი ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მანანა ბერიკაშვილი. ვასწავლი თეატრალურ უნვერსიტეტში დრამის მეტყველების კულტურას. სამაგისტრო დაცული მაქვს თემაზე "მეტყველების სწავლების პრინციპები ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში". ვასწავლი მეტყველების კულტურას ქართულ-ბრიტანულ სკოლაში BGS და საერო გიმნაზია "შავნაბადაში". ასევე თეატრალურ სტუდიაში " ART-STUDIA".